მირიან ნიკოლაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაში მოხვედრაზე უარი განაცხადა
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მირიან ნიკოლაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაში მოხვედრაზე უარი განაცხადა.
მისივე თქმით, ის დიდუბე-ჩუღურეთში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, გედევან ფოფხაძის შტაბის ხელმძღვანელი იქნება.
“მე არ მოვხვდები საარჩევნო სიაში, რადგან სალაპარაკო აღარ დავუტოვო არავის და ჩემი ტრაგედია გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით არ გააიგივონ პოლიტიკასთან.
ჩემი ამ გადაწყვეტილებით ხელს აღარ შევუშლი არავის და იმ ადამიანებს, რომლებსაც გული უსკდებოდათ, ნიკოლაძეს პარტიაში რა უნდაო, მათთაც მოვაპოვებინებ მშვიდობას და მე ვიქნები დიდუბე-ჩუღურეთში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, გედევან ფოფხაძის შტაბის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ნიკოლაძემ.