პაატა იმნაძე: აჭარაში ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

მისივე თქმით, მოსახლეობა გაცილებით უკეთ იცავს შეზღუდვებს, ვიდრე – ერთი თვის წინ.

„აქ არის საქართველოში კორონასთან ბრძოლის წინა ხაზი. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და პირველი ნიშნები გამოიკვეთა, ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს დღეებში შესაძლოა, მივაღწიოთ დასტაბილურებას. შემთხვევების ნახტომისებური მატება არ ხდება, რომელიც პირველი დამაიმედებელი ნიშანია იმისა, რომ მოსახლეობა გაცილებით იცავს შეზღუდვებს, ვიდრე – ერთი თვის წინ. უნდა იმოქმედოს დამატებითმა შეზღუდვებმა.

თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის არის ტრაგედია. თუ პირველ 1 900 პაციენტზე იყო 19 გარდაცვალება, დღეს 4 000-ზე მეტი პაციენტი გვყავს დამატებული, ორჯერ მეტიდან გვყავს 19 გარდაცვლილი. გარედან თუ შევხედავ, აგვისტოში რასაც ვუყურებდი, ეს რომ არ ყოფილიყო, გასაკვირი იქნებოდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები