„კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ – თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსი ცხადდება. კონკურსის თემატიკაა – „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში და გამოავლინოს ამ დარგით დაინტერესებული მომავალი ჟურნალისტები.
კონკურსი ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის -„ორიენტირის“ ფარგლებში.
კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 11 დეკემბერს.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები:
პირველი პრემია – 1200 ლარი
მეორე პრემია – 1000 ლარი
მესამე პრემია – 800 ლარი
კონკურსმა დააწესა სპეციალური პრიზი თემაზე – „კოვიდ პანდემია და კულტურა“ შექმნილი საუკეთესო მედიაპროდუქტისთვის – 1000 ლარი.
საკონკურსოდ შესაძლებელია ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენა (რეპორტაჟი, სიუჟეტი, მცირე ფორმატის გადაცემა, ინტერვიუ, მულტიმედიური პროდუქტი, მცირე ზომის დოკუმენტური ფილმი, ესსე, ჩანახატი და სხვ.)
კონკურსში მონაწილეების განაცხადის და საკონკურსო მასალების მიღების ვადები – 25 ნოემბრიდან – 01დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ავტორიტეტული ჟიური.
გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე.
განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორი, უნივერსიტეტის დასახელება, სპეციალობა, სწავლების საფეხური.
საკონკურსო მასალები ან მასალების ლინკები უნდა აიტვირთოს შემდეგ მისამართზე – media_culture@tafu.edu.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები