საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე უცხოელმა გამოთქვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52 % ეკუთვნის Freelancer-ს, 28% – Full-Time Employee-ს, 21% – Entrepreneur-ს.

მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 300-ზე მეტი აპლიკაცია, არ დაკმაყოფილდა 70-მდე აპლიკაცია. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი. ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: რუსეთი – 26% , აშშ – 19% , დიდი ბრიტანეთი – 6%, კანადა – 4%, უკრაინა – 4%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები