მალხაზ თოფურია – “გადამწყვეტ სიტყვას ყარაბაღის კონფლიქტში მაინც რუსეთი იტყვის“

რასაც ერთი შიზოიდი წინა დღეს უკრაინაში გადაწყვეტს, მთელი პარტია, იძულების წესით, მის ბრძანებას ასრულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანამად, სომხეთი ქალაქ ტერტერს ბომბავს, ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში სამი დღის განმავლობაში დაღუპულია 2300 სომეხი ჯარისკაცი.

ინფორმაციას ავრცელებს სომხეთიც. პრემიერმინისტრ ფაშინიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ 137 აზერბაიჯანული ტანკი, 72 უპილოტო თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი გაანადგურა.

“კვირამ“ რეგიონში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, კომენტარი ოფიცერ მალხაზ თოფურიას სთხოვა.

– სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისას სამ დღეში ორივე მხრიდან 1000 ჯარისკაცზე მეტია დაღუპული. შესაძლებელი იქნება კონფლიქტის მაქსიმალურად მცირე დანაკარგით შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების განალება?

– კარგა ხანია, ორივე მხარეს შეიარაღებული შეტაკებებისკენ უჭირავს თვალი. არავის, მათ შორის, მინსკის ფორმატის შუამავალ სახელმწიფოებსაც კი არ სჯეროდათ სამშვიდობო მოლაპარაკებებით ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისა. უკანასკნელ წლებში, კერძოდ, 2016 წლიდან მხარეებს შორის სპონტანური თუ დაგეგმილი შეიარაღებული შეტაკებები გარდაუვალი იყო, რომლებიც, თითქმის ყოველ ჯერზე, ნულოვანი ფრით მთავრდებოდა, თუ არ ჩავთვლით დიდი ადამიანური რესურსის დანაკარგს. რაც უფრო დიდანს გაგრძელდება საომარი შეტაკებები, მით უფრო გაძნელდება მხარეების დაბრუნება მოლაპარაკების მაგიდასთან.

-რამდენად საშიში შეიძლება, იყოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირება საქართველოსთვის?

– ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობანია მშვიდობა კავკასიაში. თითქოს, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი არაფრით გვეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ კონფლიქტში რეგიონით დაინტერესებული ზესახელმწიფოები: რუსეთი, სომეთი და სხვა მხარეები ჩაერევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონში მივიღებთ რუსი და თურქი სამხედროების დიდ რაოდენობას, რომლებიც გავლენ თუ არა კავკასიიდან, არავინ იცის.

-რამდენად საშიშად მოგეჩვენათ ერდოღანის განცხადებები, რომელმაც ღიად მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში?

– რასაკვირველია, თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადება საკმაოდ დამაფიქრებელია, თუმცა, ამ კონფლიქტის გადაჭრისას ბოლო სიტყვას მაინც რუსეთი იტყვის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ნეიტრალურ მხარედ დავრჩეთ ამ კონფლიქტში, ეს ჩვენი სახელმწიფოებვი ინტერესია.

– შიდა პოლიტიკას დავუბრუნდეთ. რაც მეტად ახლოვდება არჩევნები, მით მეტად მატულობს აგრესია პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისებს შორის. ბოლო კვირაა, დღეს არ ჩაუვლია ცემა-ტყეპის გარეშე…

– წლები გადის, საქართველოში კი, წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, არაფერი იცვლება. თუმცა, არის ერთიც. ამდენი ფული საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების დამზადებაში არასდროს დახარჯულა. გაურკვეველია ამ თანხების წამომავლობა. საიდან აქვს ოპოზიციას ამდენი სარეკლამო ადგილის შესაძენი ფული? იმ ოპოზიციას, რომელიც მე-8 წელია, ხელისუფლებაში აღარ არის და, წესით, საბიუჯეტო თანხებთანაც ხელი არ მიუწვდება? გაოცებული ვარ, რაში იხარჯება ამდენი ფული ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა უმძიმეს მატერიალურ სიდუხჭირეშია? აღარაფერს ვამბობ ტელევიზიებზე, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა კარგა ხანია, ცალ კარში თამაშს დაემსგავსა.

– ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი კვირის წინ ამომრჩეველს საკუთარი პარტიული სია და მაჟორიტარები წარუდგინა, რომელმაც მტერი თუ მოყვარე ამჯერადაც ,,გააოცა.“

– ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არასდროს დაუმცირებია გენერლის მუნდირი ისე, როგორც ეს 2020 წლის პარტიული სიის პრეზენტაციისას მოახერხა.

– გენერალ ჭანკოტაძის სამტრედიის მაჟორიტარობიდან მოხსნას გულისხმობთ?

– “ნაციონალების“ საყვარელი ,,ხელობა“ მუდამ იყო სამხედროების დამცირება-შეურაცხყოფა, მაგრამ რაც მათ დევი ჭანკოტაძეს დამართეს, მაინც ყველა ზღვარს სცდება. ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცვებში სამტრედიაში წარდგენილი გენერალი ფოტოებით, წინასაარჩევნო შევედრებით, პლაკატებით, ლიფლეტებითა და უზარმაზარი ბანერებით ბოლოს საშუალოზე დაბალი შესაძლებლობების ქალით, ნანუკა ჟორჟოლინით ჩაანაცვლეს.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალები“ ბოლომდე არასოდეს ენდობოდნენ აფხაზეთში ნაომარ გენერალს.

– თუ არ ენდობოდნენ, რატომ დააყენეს დეპუტატად? დასამალი არავისთვისაა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები პარტია არასოდეს ყოფილა. რასაც ერთი შიზოიდი წინა დღეს უკრაინაში გადაწყვეტს, მთელი პარტია, იძულების წესით, მის ბრძანებას ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ასე მოხდა ჭანკოტაძის შემთხვევაშიც. ჩემი დამოკიდებულება დევის პერსონისადმი ყველამ კარგად იცის, თუმცა, ასეთი თავის მოჭრისთვის მისი გენერლის მუნდირი მაინც ძალიან დამენანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები