სამშაბათის ვაჭრობაზე აშშ დოლართან ლარი მე-2 დღეა, მყარდება. ვაჭრობა დაიწყო კურსით $1/3,32 და 3.288-მდე ჩამოვიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0325 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2878 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.3203 ღირდა.
0.0293 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8415 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8708 იყო.