თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნებია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნებია.

როგორც გაბუნიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ახლა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვირუსის აქტიური მართვის ეტაპზეა.

„აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. გარკვეულწილად, ეს შემთხვევების მატება არის არითმეტიკული პროგრესით და არა – გეომეტრიული პროგრესიით, რაც ახასიათებს ვირუსს სწრაფი გავრცელების შემთხვევაში. ვფიქრობ, აჭარაში სტაბილიზაციის შესაძლებლობა არის. ყველაზე აქტიური, რაც შეიძლება გაკეთდეს და მუშაობს, გარდა ნიღბის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისა, არის შეზღუდვის გამოყენება, თუმცა, ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ და ახლა ვართ აქტიური მართვის ეტაპზე. რომ ვამბობთ –  „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეისთვის ქვეყანაში 3200 საწოლია მობილიზებული და თავისუფალი, დაახლოებით, 700-მდე საწოლია. მეტი აქცენტი, მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარაზე მოდის და იქ მუდმივად 80-100 საწოლი თავისუფალია.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები