გიორგი ჭიჭინაძე: კაპიტალის ბაზარზე საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში

“კაპიტალის ბაზარზე საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში”, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა ერთი მილიონია. საპენსიო სააგენტო ამ სტატისტიკას პროაქტიულად აქვეყნებს. ამჟამად, საპენსიო სქემაში თვეში საშუალოდ 12 000 ადამიანი წევრიანდება და მინიმალური რაოდენობა ტოვებს (200 ადამიანამდე).

„საპენსიო სააგენტოს გუნდი დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით (სამუშაო სამუშაო გამოცდილება 15 წელზე მეტი). ისინი კერძო სექტორის ისეთ კომპანიებში მუშაობდნენ, რომლებიც სისტემატურად აღწევენ მაღალ შედეგებს. ამასთან, თანამშრომლების უმეტესობას განათლება მიღებული აქვს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და ბიზნეს სკოლებში. ისეთებში, როგორიც არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და ლონდონის ბიზნეს სკოლა. შესაბამისად, მათ შეუძლიათ დადონ რეალური შედეგი და მოუტანონ წარმატება ამ რეფორმას. საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება კაპიტალის ბაზარზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში“- განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

დღეს საპენსიო სააგენტომ დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საზოგადოებას წარუდგინა. დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიოციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გახსნა და არსებული სტატისტიკური მონაცემები მოწვეულ სტუმრებს გააცნო.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადსატურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები