ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შინაურ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარეს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვაკის პარკში შინაური ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცხოველებისთვის ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაეტარებინათ.
სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე დაესწრო.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობაში დაავადებაზე ცნობიერების დონის ამაღლებას, ინფორმაციის ფართო გავრცელებას სიცოცხლის გადასარჩენად.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცა, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.
2019 წლის მონაცემებით, ცხოველთა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია, ჯამურად, 6 540 ცხოველს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები