მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობაში“ იციან, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულები.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ.

“ფაქტია,  „ნაციონალურ მოძრაობაში” კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა, პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ.

მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ, ამაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები