“აზერბაიჯანის იერიშის ფონზე, რასაც მსხვერპლი მოყვა, სომხეთის სამხედრო შენაერთებმა უკან დაიხიეს”
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ნაწილებმა, აგდერინის მიმართულებით ადგილობრივ, აზერბაიჯანულ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის საარტილერიო ძალების იერიშმა რამდენიმე სომეხი სამხედრო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის შედეგადაც სომხეთის სამხედრო საარტილერიო შენაერთებმა უკან დაიხიეს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული საარტილერიო ნაწილები სომხეთის არმიის მე-5 დანაყოფს მიეკუთვნება.