სომხეთის იერიშს 5-კაციანი აზერბაიჯანული ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია
აზერბაიჯანის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ 27 სექტემბერს სომხეთის არმიის მიერ სოფელ ნაფტალანში განხორციელებულ იერიშს 5-კაციანი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მოსწავლეა – 13 წლის შაჰრიარ გურბანოვი და მისი დეიდაშვილი – 14 წლის ფიდან გურბანოვა.
ამასთანავე, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მონაცემით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვას 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 სექტემბრის 06:00 საათზე სომხეთის არმიამ აზერბაიჯანული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით მსხვილკალიბრიანი იარაღი, ტყვიამრქვევები და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარები გამოიყენა.