მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“ქვეყანაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში 175 შემთხვევაა, 38 იმერეთი, თბილისი 32 ახალი შემთხვევაა, გურიაში 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი 14, სამცხე-ჯავახეთში 11, კახეთში 4, ქვემო ქართლში 7.

25 პაციენტი კრიტიკულად ითვლება, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა.

ჩვენს ცენტრში 29 პაციენტი მკურნალობს. გუშინ 5 გაეწერა. ორის მდგომარეობა მძიმეა”, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები