საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში არ შეცვლილა და მათი საერთო რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები