საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სრულიად დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის დასწრებას ეხებოდა.

უპირველესად, გვინდა განვაცხადოთ, რომ მინისტრი შეხვედრას დაესწრო საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. შეხვედრის ორგანიზატორი იყო გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი.

რაც შეეხება სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა არასამუშაო საათებში და როგორც სიუჟეტშივე, ყველა მათგანი აღნიშნავს, შეხვედრას ნებაყოფლობით ესწრებოდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

სიუჟეტი თავიდან ბოლომდე აგებულია ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე და მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები