კალაძე: არ ვიკადრებ იმას, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

თბილისის მერი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

„ბოლო დროს გაკეთდა რამდენიმე რეპორტაჟი, მათ შორის, ჩემს მეუღლე ანუკი არეშიძეზე, რაც ჩემთვის გაუგებარია, თუმცა, ეს მიზანმიმართულად ხდება. ანუკის ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანია, აქვს თავისი საქმე, ზრდის 4 შვილს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, რიგით მოქალაქეებში. ეს არ მოსწონთ და ამით ღიზიანდებიან ოპონენტები.

არ ვიკადრებ იმას, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო. როდესაც ხდება ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მე ვალდებული ვარ, ვუპასუხო სიმართლითა და ფაქტებით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები