აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 216 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 41-ს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 90 წლის პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1286-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 369 და დაღუპულია 9 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები