აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

ცენტრის მომსახურებით, 6-დან 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი ისარგებლებს. მათთან სპეციალისტები იმუშავებენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა. ცენტრი COVID-19-ის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს.

შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ პროგრამის ფარგლებში იხსნება. შესაბამისი ფართი ორგანიზაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გადაეცა.

შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება შემდეგ მისამართზე – უჩა კაჭარავას ქუჩა N5.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები