თამარ გაბუნია: საქართველო “მწვანე ქვეყნის” სტატუსს ინარჩუნებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო “მწვანე ქვეყნის” სტატუსს ინარჩუნებს.

„გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება.​
ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით – 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი – მაღალი რისკის ქვეყნები.
ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე).
​4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები