საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1819 უკვე გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში 5674 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფთა რაოდენობა კი 800-ია.