ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

აქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში მეხუთე როტაცია განახორციელა. ქვედანაყოფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.

ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით და უფლებამოსილება უკვე გადაიბარა. ეროვნული გვარდია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები