ილია წულაია პასუხი ,,ლელოს”: ამ ახალგაზრდა ლელოს წარმომადგენელმა ან კითხვა არ იცის, ან განზრახ იტყუება

მინდა გამოვეხმაურო “ლელოს” წარმომადგენლის აბსურდულ ბრალდებას ჩემს მიმართ თითქოს მე კერძო პირებზე მაქვს გასესხებული თანხა და მტკიცებულებად მოყავს ჩემი ქონებრივი დეკლარაცია, – ამის შესახებ განცხადებას დიდუბის მაჟორიტარი  ილია წულაია ავრცელებს.

მისივე თქმით, “ახალგაზრდა ლელოს წარმომადგენელმა ან კითხვა არ იცის, ან განზრახ იტყუება და აბსურდული ცილისწამებით ცდილობს მისი პოლიტიკური კარიერის დაწყებას.

“მე ნამდვილად მაქვს თანხა ინვესტიციის სახით მისესხებული ჩემს, ხაზს ვუსვამ – ჩემსა და ჩემი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანიებისთვის. თითოეული ოპერაცია ასახულია ჩემს დეკლარაციაში და ბავშვმაც რომ წაიკითხოს მისთვისაც კი ნათელია, რომ თანხა არა კერძო პირებზეა გაპროცენტებული, არამედ ჩემივე კომპანიებში მაქვს ჩადებული როგორც ინვესტიცია (იხ. დეკლარაცია). ამ ახალგაზრდა ლელოს წარმომადგენელმა ან კითხვა არ იცის ან განზრახ იტყუება და აბსურდული ცილისწამებით ცდილობს მისი პოლიტიკური კარიერის დაწყებას. ჩვენს პოლიტიკურ ველზე ძალიან ბევრი სტაჟიანი მატყუარა და ცილისმწამებელი პოლიტიკოსია და როგორც ჩანს დამწყები ცრუპენტელა შემოემატა ხელმოცარულთა არმიას.
მე მინდა მივმართო მას და მის პარტიას, რომ ქართველი ხალხი თეთრს და შავს ძალიან კარგად არჩევს და ასეთი იაფფასიანი ტყუილებით ახლად დაწყებულ პოლიტიკურ მოღვაწეობას ძალიან მალე დაასრულებენ”, – აცხადებს წულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები