Survation-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52,1% გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ხმას ლევან კობიაშვილს მისცემს, ნიკა მელიას – 36,6%

ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 52,1%-მა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების” კანდიდატის ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კი გამოკითხულთა 36,6%-ის მხარდაჭერა მიიღო.

კვლევის მიხედვით, დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი ასე განაწილდა:

მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%;

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%;

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) – 1,5%;

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“- 50,1%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -20,8%;

„გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი“ -7,6%;

„გირჩი“ -5,8%;

„პატრიოტთა ალიანსი“ -5,4%;

„ლეიბორისტული პარტია“ -2,8%;

„ევროპული საქართველო“ – 2,6%;

„ლელო“ -1,8%;

„ერთიანი საქართველო“ – 0,9%;

„თავისუფალი დემოკრატები“ -0,6%;

სხვა არჩევანი აქვს -1,5%-ს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები