ლაშა მესხი : როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად იმაზე, რასაც ქართული სააფთიაქო მაფია სჩადის?

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, “როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად იმაზე, რასაც ქართული სააფთიაქო მაფია სჩადის”.

“როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად და უმოქმედოდ იმაზე რასაც ქართული სააფთიაქო მაფია სჩადის?
სტატისტიკურად მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ წამლებში ხარჯავს თანხას. ნეტა რატომ?
აი მარტივი მაგალითი 2 პრეპარატი, რომელსაც ჩვენი დედები, მამები, ბებია ბაბუები ყველაზე ხშირად მოიხმარენ. ნახეთ რა ღირს ეს პრეპარატი თურქეთში და რა ღირს ჩვენთან:
1. კარდიომაგნილი :
თურქეთში ღირს 2 ლარი
საქართველოში 10 ლარამდე
2. კაპტოპრილი
თურქეთში ღირს 5 ლარი
საქართველოში 20 ლარამდე…
რა სოციალურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ? მონოპოლიებთან ბრძოლა წინასაარჩევნო ბაქიბუქს ვერ სცდება. ამ დროს კი გარკვეული ჯგუფები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან.
როდემდე ვიყოთ ჩუმად?”, – წერს მესხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები