დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას, – ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილი ამბობს, ბატონ ბუაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

“პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.

ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას. ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია ყველამ აწარმოოს კეთილსინდისიერად და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ნუ დავწამებთ ოპონენტებს ცილს და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში.

ვურჩევდი ბატონ ბუაძეს, რომ ნუ იჩქარებენ, ჯერ გადაამოწმონ ინფორმაცია იმისთვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც თავიანთი თავი და არც თავიანთი პარტია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები