საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში ტოტალური კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს
საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტექსი აცხადებს, რომ, კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების გამო, ქვეყანაში ტოტალური კარანტინის განმეორებითი დაწესებაა შესაძლებელი.
“თუ არაფერს გავაკეთებთ, ვითარება ისეთი იქნება, როგორ ეს მარტში იყო. ვითარების გაუარესება ნიშნავს, განმეორებით კარანტინს”, – აღნიშნა კასტექსმა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ მარსელში ყველა რესტორანი და ბარი, ასევე, სპორტული დარბაზი დაიხურა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შეზღუდვა მინიმუმ ორი კვირით შენარჩუნდება.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ადგილები, როგორებიც არის თეატრები, მუზეუმები და კინოთეატრებიც დაიხურება თუ მკაცრი ანტივირუსული ზომები არ იქნება შემოღებული.
გასულ კვირას საკარანტინე ზომები ნიცაში გამკაცრდა.
24 სექტემბერს საფრანგეთში დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, 16 ათასი ახალი ინფიცირებული.
მსოფლიო სტატისტიკაში, კერძოდ – ევროპის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლით საფრანგეთი ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 536 289 შემთხვევა გამოვლინდა, 31 524 პირი გარდაიცვალა, 95 980 განიკურნა.