რატი იონათამიშვილი: ჩვენი უმთავრესი ინტერესია, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხით სამაგალითო იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის უმთავრესი ინტერესია, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხით სამაგალითო იყოს.

აღნიშნული კომენტარით იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება იქნება.

“ჩვენი უმთავრესი ინტერესია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხით სამაგალითო იყოს. თუ პარტია წინასაარჩევნოდ გამოდის მსგავსი განცხადებით, ის ვალდებულია, ამას შესაბამისი არგუმენტები მოაყოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაზე ამაზრზენი დანაშაული წამხალისებელი გახდება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები