სტამბოლში მიწისძვრა მოხდა
სტამბოლთან ახლოს 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ქვეყნის სტიქიური უბედურებების არიდების სამმართველო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები თექირდაგის პროვინციაში იყო.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ, წინასწარი მონაცემით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.