ლარი დოლართან მიმართებით 0.0256 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0256 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2897 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2641 ღირდა.
0.0066 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8292 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8226 იყო.