ჰელსინკის აეროპორტში კოვიდინფიცირებულებს გაწვრთნილი ძაღლები გამოავლენენ

ჰელსინკის აეროპორტში სატესტო რეჟიმში გაწვრთნილი ძაღლები გამოჩნდნენ, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს გამოავლენენ.

აღნიშნული კი, ტესტირების პარალელურად, დამატებითი ზომის სახით განიხილება.

Reuters-ის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ვანტანას აეროპორტში ტარდება.

ექსპერიმენტში 15 ძაღლისა და 10 ინსტრუქტორისგან შემდგარი გუნდი მონაწილეობს, რომლის სპონსორი კერძო ვეტერინარული კლინიკაა.

“ჩვენმა ექსპერიმენტმა როგორც აჩვენა, ძაღლები გრძნობენ, რომ ადამიანი ავად არის 5 დღით ადრე, ვიდრე მას სიმპტომები გამოუვლინდება. თითქმის 100%-იან ეფექტს მივუახლოვდით”, – თქვა ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა ჰილმი-ბიორკმანმა.

ექსპერიმენტისთვის მზადება მაისში დაიწყო, შერჩეულ ძაღლებს შორის არიან გერმანული ნაგაზი, ლაბრადორები, ბორდერ-კოლი, სპანიელები და უჯიშო ძაღლები.

ინსტრუქტორები იმედოვნებენ, რომ ძაღლები მომავალში სამსახურებრივ სტატუსს ოფიციალურად მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები