მერაბ ქვარაია: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს და, რაც ყველაზე მთავარია, “ქართული ოცნების” კანდიდატს
‘ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს და რაც ყველაზე მთავარია, “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ “კვირას” განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის კანდიდატს არსებითი შედეგის არანაირი შანსი არ აქვს.
“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს და, რაც ყველაზე მთავარია, “ქართული ოცნების” კანდიდატს. ამიტომ, დიდად ნუ ინერვიულებენ ჩვენი ოპონენტები იმის გარკვევაში, ზუგდიდელია უპირატესი კანდიდატი თუ – არაზუგდიდელი, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის კანდიდატს არსებითი შედეგის არანაირი შანსი არ აქვს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.