რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
ქართული წარმოშობის რუს რეჟისორს, 38 წლის რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
რუსული მედიის ცნობით, ის გასულ კვირას „კინოტავრში“ მონაწილეობდა, კინოფესტივალიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მას კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
მასთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ ერთი რეჟისორი, ნიგინა საიფულაევა.
კინოფესტივალი „კინოტავრი“ სოჭში გაიმართა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტესტი ფესტივალის სხვა მონაწილეებმაც გაიკეთეს და მათი პასუხებიც დადებითია.
გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი პროექტია “მძევლები”. ფილმი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ასახავს.