ამირან გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან შემოწმების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინა.

მისივე თქმით, დღეს, 20:00 საათამდე იუსტიციის სახლთან მისულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლიათ, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩვენ პარასკევს, ორშაბათსა და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება ტესტირება იუსტიციის სახლთან მიმსვლელებისთვის. სპეციალურად გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტს ინტენსიურად იღებენ. 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 პირისგან ნიმუში, 538-ის კვლევა დღეს დილით დამთავრდა და იქედან 4 გახლდათ დადებითი, ანუ გამოკვლეულების 0.7%. კვლევა კიდევ გრძელდება, დღეს ცოტა ინტენსივობა დაკლებულია. დღეს ბოლო დღეა, რადგან მოგეხსენებათ, ეს გარკვეული გატესტვის მიზნით კეთდება, თუ როგორია ცირკულაცია შემთხვევით მოსულ ადამიანებში. ამიტომ, დღეს დღის ბოლომდე ვისაც გსურთ, იქნება ორი ბრიგადა და იმუშავებს. მოქალაქეებს შეუძლიათ, მიბრძანდნენ, ტესტი აიღონ და ხვალ მათი პასუხებიც იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები