კიევი “წითელი ზონის” ზღვარზეა – კორონავირუსის 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინის დედაქალაქი, კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდის გამო, “წითელ ზონაში” მოხვედრის ზღვარზეა.
ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში დედაქალაქში კოვიდ19-ის 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა. კლიჩკოს თქმით, პანდემიის დაწყებიდან დაავადებამ 333 კიეველის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასევე, ჯამურად, კიევში 20 665 დადასტურებული შემთხვევაა.
“წითელ ზონაში” კიევის მოხვედრის არიდება შესაძლებელი იქნება მკაცრი წესების დაცვით – სოციალური დისტანციით, პირბადის ტარებით, ხელების დაბანით. თავს გაუფრთხილდით”, – თქვა კლიჩკომ.
რაც შეეხება უკრაინაში არსებულ სტატისტიკას, პანდემიის დაწყებიდან 188 106 დადასტურებული შემთხვევაა, 3 757 ლეტალური შემთხვევაა, 83 458 პაციენტი განიკურნა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 3 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.