კარლ ჰარცელი: ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის

“ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის”, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კითხვას – “პოლიტიკოსები რომ გარკვეულ არხებზე არ მიდიან, ამით მედიაგარემო ხომ არ ირღვევა“.

ჰარცელის თქმით, გამოწვევას წარმოადგენს, როცა პოლიტიკოსები ირჩევენ, რომელ მედიასაშუალებაში მივიდნენ სტუმრად და რომელში არა.

„ვისურვებდით ისეთ მედიალანდშაფტს, სადაც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა ისმის. თქვენ როცა ლაპარაკობთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ირჩევენ, რომელ ტელევიზიაში ან რადიოში მივიდნენ, ეს ბევრ პოლიტიკოსს ეხება ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, არის გამოწვევა, რადგან დღის ბოლოს ყველაზე სასარგებლო ის იქნება, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რომელი მედიაარხიც  უნდა მოგწონდეთ, როგორც ამომრჩეველს, გქონდეთ შანსი, მოისმინოთ ყველა განსხვავებული შეხედულება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები