საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4399-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი 62-ით გაიზარდა და მათი საერთო რაოდენობა 1705-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია – 5390 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირებია – 640.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები