მარია ზახაროვა: “ნოვიჩოკი” არასდროს გვქონია, არც კვლევითი სამუშაოები ჩატარებულა
“საბჭოთა კავშირსა და რუსეთში “ნოვიჩოკის” შექმნასთან დაკავშირებით ცდები არასდროს ჩატარებულა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
ბრიფინგზე დიპლომატს რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს, რომელმაც თქვა, რომ “ნოვიჩოკის” მარაგები უკვე განადგურებულია.
ზახაროვას თქმით, “არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არც საბჭოთა კავშირში და არც – რუსეთში, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, პირობითო სახელწოდების “ნოვიჩოკის” შექმნასთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არ ჩატარებულა. შემიძლია, ისევ დაგიდასტუროთ, რომ რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა”.