მოსკოვმა ევროკავშირის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციათა სია გააფართოვა

მოსკოვმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროინსტიტუტების იმ წარმომადგენლების სია გააფართოვა, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ.

როგორც ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, აღნიშნული ბრიუსელის მხრიდან გადადგმული არამეგობრული ნაბიჯების პასუხია.

მისი თქმით, ევროპა არსებული საერთაშორისო ნორმების გვერდის ავლით აგრძელებს სანქციების გაფართოებას და იყენებს მათ ხშირად მოგონილი და აბსურდული მიზეზებით.

ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ე.წ.შავი სიის ფიგურანტების რიცხვი, დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ევროკავშირის სიის შესაბამისია.

11 სექტემბერს ევროკავშირში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ნახევარი წლით ახანგრძლივებენ, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში შექმნილი გამო იქნა დაწესებული.

სანქციები ევროკავშირში აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის შეზღუდვას ითვალისწინებს. სიაში 175 პირი და 44 ორგანიზაციაა შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები