ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ფოტოგრაფებისთვის ახალი შეთავაზება აქვს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ფოტოკონკურსით ნებისმიერ ფოტოგრაფს საშუალება ეძლევა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კონკურსის მიზანი კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება, საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შერჩეული საუკეთესო ფოტომასალას საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისათვის გამოიყენებს ავტორის მითითების უზრუნველყოფით.
ფოტოკონკურსის კატეგორიები შემდეგნაირად განისაზღვრა:
• სტუმარმასპინძლობა
• ბუნება
• გასტრონომია
• კულტურული ძეგლები
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანითკონკურსის წესებსა და პირობებს- https://kolga.ge/c/gnta/rules
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთელექტრონულ ფოსტაზე: contest@kolga.ge”, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.