მარინა ენდელაძე: ქვეყანაში გამოვლენილი, კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
“ქვეყანაში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კვლავ აჭარა ლიდერობს, აქედან 165 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, 34 – თბილისს, 4 – რუსთავს, იმერეთში – 14, გურიაში – 4, დუშეთში – 1, ზუგდიდში – 2.
გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი”, – აღნიშნა ენდელაძემ.