საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

“სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე”, – განაცხადა გამყრელიძემ.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადიოდა მკურნალობის კურსს.
როგორც ,,კვირას,, კლინიკაში განუცხადეს, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები