რატი იონათამიშვილი – “ევროპულ საქართველოზე”: ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში
“ევროპული საქართველო” დღეს სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს. სინამდვილეში, ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს, ჩადენილი აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერებსა და წევრებთან ერთად”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
“ევროპული საქართველო” დღეს სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს. მაგრამ, სინამდვილეში, ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს, ჩადენილი აქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერებსა და წევრებთან ერთად. ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. აქ არის, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასაღები, რაც ნიშნავს იმას, რომ, ჩემი აზრით, ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შანსებს, რომ საქართველოში რაიმე წარმატებას მიაღწიოს – არის ნულს ქვემოთ ძალიან დაბლა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.