გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს “კოვიდ19”-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო COVID-19-ით შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ – აჭარაში ფიქსირდება. შესაბამის მონაცემს ჯანმო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებენ.

საქართველოში 8 ივლისიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ტურისტებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმით იყოს მითითებული ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია და საქართველოში ყოფნის დროს საკონტაქტო მონაცემი.

ასევე, გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მითითებული ყველა ის აუცილებელი წესი, რომელიც ტურისტმა საქართველოში უნდა დაიცვას, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმო-ს რეკომენდაციის მიხედვითაა გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები