რატი იონათამიშვილი: „ევროპული საქართველო“ მალე, ალბათ, პოლიტიკიდანაც გაიქცევა

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ხან საპარლამენტო კომიტეტებს, ხან სასესიო სხდომებს ტოვებენ და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ახლა განაცხადეს, რომ უწყებათაშორის კომისიასაც ტოვებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ევროპული საქართველოს“ შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მალე, ალბათ, პოლიტიკიდანაც გაიქცევა.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ხან საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ, ხან სასესიო სხდომებს ტოვებენ და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ახლა განაცხადეს, რომ უწყებათაშორის კომისიასაც ტოვებენ. ვფიქრობ, მათთვის იქნება უკეთესი, საკუთარ თავში ეძებონ ამის მიზეზები. თვითონ ვერ ართმევენ თავს ვერცერთ ფორმატში, იმ ვალდებულებებს, რომელიც აქვთ და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი ყველა სივრციდან გარბიან, სადაც კი შეიძლება, ნებისმიერმა გაერთიანებამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორც ჩანს, ეს დინამიკა გაგრძელდება და ისინი მალე, ალბათ, საერთოდ პოლიტიკიდანაც გაიქცევიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები