თელავი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის ქალი ემსხვერპლა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა და მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შს სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 – ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.