ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამუშაოები უკვე დასრულდა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბაზა სრულად მოდერნიზებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარემონტდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს.
“ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა სამხედრო ბაზაზე. ყველაფერი საუკეთესო ჯარს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.