“ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს სწორი სამიზნე მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” ნაცვლად ოპოზიციურ პარტიებს უმიზნებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “დღის კურიერში” განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
“ოპოზიციის საერთო ფრონტი კი არ უნდა მოარღვიო, თუ შენ ხარ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, უნდა იყო გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო ,,ნაცმოძრაობის,, შემცირდა, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელად ყველა ხედავს “ნაციონალურ მოძრაობას”. მე მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს – თქვენ, რომ ავტომატურად ,,5,, ნომერს ხაზავთ ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ.
როდესაც ამბობ, რომ ხარ მთავარი ოპოზიციური ძალა, შეგირცხვეს ცხვირი, როდესაც ოპოზიციასვე ესხმი თავს. გაასწორე სამიზნე. დამსხვრეული ოცნებების პარტიაა ამ ქვეყნის მთავარი მტერი და არა – ოპოზიციური პარტიები. მე რომ კანდიდატი დამიყენეს ისნის რაიონში ეს არ იყო დარღვევა? მაგრამ მე გავატარე ეს ყველაფერი. წყალსაც წაუღია, მანდატი მაშინ, როდესაც ხალხს შია და როდესაც თქვენი ამ უგუნურობით სარგებლობს ივანიშვილი. თქვენ ღალატობთ ამომრჩევლებს – ამ სიტყვით, ამ ვიწრო პარტიკულარულ ლიდერებს მივმართავ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.