ირაკლი კობახიძე – IRI-ს კვლევაზე: ასეთი ორგანიზაცია შეიძლება, ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ

“როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება, ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე IRI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ შედეგები არ ასახავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას.

“როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27%-ს, მეორე გიდებს 60%-ს და ამხელა სხვაობა არის ერთმანეთში, იქ, ბუნებრივია, რიცხვები თავის თავზე მეტყველებს. CRRC და “აიპემ” არ არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ანუ, კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად, ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება, შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები