Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი აცხადებს, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ოქტომბრის ბოლოსთვის ვერ მიიღებს.
ამის შესახებ მან CNBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მაღალი ალბათობით, ვერცერთი ვაქცინა ოქტომბრის ბოლომდე ნებართვას ვერ მიიღებს. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ერთადერთი ვაქცინა, რომელმაც შესაძლოა, მიიღოს ოქტომბრის ბოლომდე ნებართვა, არის Pfizer-ი”, – თქვა გეიტსმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ, ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, დეკემბრის ბოლოსთვის ან იანვრისთვის ნებართვა შესაძლოა, აშშ-ში კიდევ რამდენიმე ვაქცინამ მიიღოს.
ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 4-დან-8 კვირაში მიიღებს.
ეს განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზეც გაიმეორა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის შტატები ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებენ.