არჩილ თალაკვაძე: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

“სიმართლე არის ის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “IRI”-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესი ბევრი მიმართულებით აქვს.

„სიმართლე არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით. მაგალითად: ეს არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, არის თუ არა დაცული ეს პირობა დაცული? ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს პირობა დაცულია. მეორე არის ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობასა და უფლებებზე. დღეს ყველაზე უკეთ, წინა ნებისმიერ პერიოდთან შედარებით, დაცულია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლებები. არის თუ არა დაცული ბიზნესისა და საკუთრების უფლება, მითხარით თუ არაა დაცული? არის დაცული, როგორც არასდროს. დღეს ბიზნესის თავისუფლება ქვეყანაში არის დაცული და არამხოლოდ დაცულია თავისუფლება, სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს და ნებისმიერ ბიზნეს ინციატივას, რომ გახდეს წარმატებული. ასევე, ქვეყანა ახორციელებს პრაგმატულ, პროგრესულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, რის შედეგადაც მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სრული თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გახდეს ნატოს წევრი. შემდეგი იქნებოდა ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენ გვაქვს კონტრასტული პროგრესი. შემიძლია გავაგრძელო ეს ჩამონათვალი და ახლა უკვე თქვენ შეაფასეთ, აქვს თუ არა საქართველოს პროგრესი და ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება თუ არა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები